logo
ENG



166 დაკავებული ბელარუსში - შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება [ვიდეო]

10 აგვ 202002:32
3 წუთის საკითხავი
 
vkzno8hpra0re7y.png

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სულ მცირე 47 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ Meduza.io უფლებადამცველ ორგანიზაციზე დაყრდნობით იუწყება. 

მედიის ცნობით, კიდევ 119 ადამიანი დაკავებულია სხვადასხვა რეგიონში, სადაც ასევე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ისმის შეძახილები - "ლუკაშენკო წადი!", "ცვლილების დროა!" და სხვა. 

გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა დაკავებულთა რაოდენობა უფრო მეტი იყოს, რადგან ოფიციალური უწყებები სტატისტიკას არ ასაჯაროებენ. 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მათივე თქით, დაკავებულების ზუსტი რაოდენობა არ იციან, რადგან პროტესტი ჯერ კიდევ გრძელდება. 

ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობაც უცნობია. სხვადასხვა მედია იტყობინება, რომ დაშავებულია 10-ზე მეტი ადამიანი. 

შეგახსენებთ, ოფიციალური ეგზიტპოლების თანახმად, ბელარუსისსაპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკო ლიდერობს. მანამომრჩეველთა ხმების თითქმის 80% დააგროვა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებენ. მოქალაქეებსა და სამათალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.



close დახურვა